არქივი3 დეკემბერი, 2024, 01:54
ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის ათწლეულების განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის და, ამავე დროს, დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მე ვრჩები საქართველოს მომავლის ერთგული”, – წერს მაისურაძე სოციალურ ქსელში
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.