არქივი17 ივნისი, 2024, 17:37
ჩეხეთში სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
ჩეხეთში სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
„საქმე გვაქვს სერიოზულ ინციდენტთან ლიბაუს სამხედრო-საწვრთნელ ზონაში, სადაც ჯერჯერობით უცნობი საბრძოლო მასალა აფეთქდა“, - ნათქვამია ჩეხეთის არმიის განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 9 სამხედრო დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიცია მუშაობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.