ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხეთმა გაერო-ს უშიშროების რუსეთის მოწვევით გამართულ სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო

ჩეხეთმა ქალაქ ბელგოროდის დაბომბვის გამო რუსეთის მიერ მოწვეულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო.
„უარს ვაცხადებთ, რუსეთის მიერ სადმე დაბარებაზე. ჩეხეთი არ მოემსახურება აგრესორის ტყუილით მოწამლულ პროპაგანდას. სიამოვნებით მოვალთ, როდესაც რუსეთი მისი საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხის უშიშროების საბჭოში განხილვას მოისურვებს“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.
შეგახსენებთ, ბელგოროდის დაბომბვის გამო, რუსეთის მოწვევით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა თავდასხმისთვის ჩეხური იარაღის სისტემები გამოიყენა და სხდომაში ჩეხეთის მონაწილეობა მოითხოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.