ჩეხეთი ევროკავშირის მასშტაბით რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა - Financial Times
ევროკავშირის ქვეყნები ჩეხეთის შეთავაზებას განიხილავენ, რომელიც რუსი დიპლომატების ევროკავშირის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, პრაღა ამ გადაწყვეტილებას რუსეთის დაზვერვის შესაძლო აგენტებთან ბრძოლით ხსნის.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ჩეხეთმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის ფარგლებში ამ შეზღუდვის განხილვას ითვალისწინებს.
ამ შეთავაზების თანახმად, რუსმა დიპლომატებმა ვიზა და ბინადრობის ნებართვა უნდა აიღონ, რომლითაც ისინი მხოლოდ იმ ქვეყნებში გადაადგილებას შეძლებენ და არა მთლიანად შენგენის ზონაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.