ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს და მათ ქმედებებზე პასუხი ვერ ექნება

ჩეხეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს და მათ ქმედებებზე პასუხი ვერ ექნება

ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციაზე ჩეხეთის საელჩო პასუხისმგებლობას იცილებს. „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა, საელჩომ ქვეყნის მმართველობის მოდელი განმარტა.
საუბარია რეზოლუციაზე, რომლითაც პარლამენტის კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, რომ მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ე.წ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ითხოვენ სანქციებსაც.
„ჩეხეთის რესპუბლიკა არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც ძალაუფლება დაყოფილია საკანონმდებლო (ჩეხეთის პარლამენტი), აღმასრულებელ (ჩეხეთის მთავრობა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი) და სასამართლო შტოებად. საელჩო არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და არ არის უფლებამოსილი კომენტარი გააკეთოს ჩეხეთის პარლამენტის საქმიანობაზე, რომელიც შედგება ორი პალატისგან – ქვედა პალატა (დეპუტატების პალატა) და სენატი – ზედა პალატა. გთხოვთ მიმართოთ პირდაპირ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრესსამსახურს“, – განუცხადეს „ქრონიკას“ საელჩოში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.