არქივი2 მაისი, 2024, 16:37
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვგმობ დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი გმობს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება.
“ვგმობ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება. მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური ადამიანის უფლებაა, რომელსაც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ”, - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.