ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება - სამწუხაროდ, ომში მათემატიკას მნიშვნელობა აქვს
უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენ უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება, რადგან რუსეთს იმაზე ბევრად მეტის წარმოება შეუძლია, ვიდრე უკრაინას ბრძოლის ველზე გამოყენება. სამწუხაროდ, ომში ამ მათემატიკას მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა იან ლიპავსკიმ.
ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინის საბრძოლო მასალით მომარაგებისთვის მეტი თანხაა საჭირო.
„ამიტომ, ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება ამ ინიციატივაზეა დამოკიდებული, ამიტომ, პრაქტიკულად, ყველას მოვუწოდებ, რომ წვლილი შეიტანონ“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.