ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ვაფასებ ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და ინტენსიურ ურთიერთობებს. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით განვითარდება. გარწმუნებთ, საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შემდგომი კონსოლიდაციის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის განსაზღვრული პირობების შესრულების პროცესში,“- აღნიშნულია მილოცვაში.
წერილის დასასრულს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურს პატივისცემას უდასტურებს და საქართველოში მოწვევისათვის მადლობას უხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული