ჩეხეთის პრეზიდენტი: ყველა დავმარცხდებით, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში მთელ დასავლეთს მოუტანს მარცხს.
ინტერვიუში, რომელიც მან გაზეთ The Sunday Times-ს მისცა პრაღის ციხესიმაგრეში, იმავე ადგილას, სადაც ჰიტლერმა 1939 წელს ბოჰემიისა და მორავიის „პროტექტორატი“ გამოაცხადა, პაველმა დასავლეთის დღევანდელი ქცევა შეადარა მეორე მსოფლიო ომამდე გამართული სამშვიდობო პოლიტიკას. მისი თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ცნობები -სა და რუსეთის თითქოსდა საიდუმლო მოლაპარაკებებზე, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების გადაცემაზე, საშიშად ჰგავს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას.
„თუ რუსეთს მივცემთ საშუალებას, ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდეს, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით“, – აღნიშნა პაველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა