არქივი19 თებერვალი, 2025, 23:49
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი: ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი რომ უწოდო, დიდი ცინიზმია საჭირო

"რა მნიშვნელობა ექნება ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც 3 წელია იცავს თავს მეზობელი ბირთვული ძალის აგრესიისგან? როგორ მოვაწყოთ არჩევნები, როცა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულია ტერიტორიის მეხუთედი და მთელი ქვეყანა ყოველდღიური დაბომბვის ქვეშ არის? ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი რომ უწოდო, დიდი ცინიზმია საჭირო" - ჩეხეთის პრეზიდენტი, თადარიგის გენერალი, პეტრ პაველი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.