ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი: სამი ქულის მოსაპოვებლად კარგი შანსები გვაქვს

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი: სამი ქულის მოსაპოვებლად კარგი შანსები გვაქვს

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი ჩეხეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა გააკეთა:
„ჩვენი წინა მატჩი ძალიან საინტერესო იყო. ახლაც დადებითი მოლოდინი მაქვს... თბილისში არაჩვეულებრივი გარემო იქნება. ვიცი, ქართველები აქტიური გულშემატკივრები არიან, ბილეთები მალევე გაიყიდა. გარემო შესანიშნავი იქნება. ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა. საქართველოს ნაკრების კონტრშეტევებზე თამაშს ვაფასებთ და პატივს ვცემთ. ნამდვილად კარგი განწყობით ჩამოვედით.
რაც შეეხება მატჩს, მოლოდინი ისეთია, წარნატებისთვის მაქსიმალურს გავიღებთ და ახალი სტრატეგიული მიზნებიც გვაქვს. ჩეხეთიდან გულშემატკივრებითა და პარტნიორებით სავსე
თვითმფრინავი ჩამოფრინდა. მამარდაშვილს ძალიან ვაფასებ, ის დიდი პროფესიონალია. მიმაჩნია, მაღალი შანსები გვაქვს, რათა სამი ქულა მოვიპოვოთ“.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.