ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას

ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას

რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, გროზნოს რაიონის პეტროპავლოვსკაიას სადგურზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას.
ეს ცნობა პირველად გაავრცელეს რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფმა ჩეჩენმა ოპოზიციონერებმა, რომლებიც ეკუთვნიან მოძრაობა NIYSO-ს. მათი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის სამი სამხედრო მოსამსახურე.
მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მთავრობის მომხრე ტელეგრამის არხმა Mash, თუმცა მას განსხვავებული მონაცემები მოაქვს - რომ დაიღუპა ერთი პირი, ერთი დაიჭრა.
Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული სატვირთო მანქანა "ურალი" ეკუთვნის რუსეთის ეროვნული გვარდიის 46-ე ოპერატიულ ბრიგადას, რომელიც ურუს-მარტანშია დისლოცირებული.
გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მიმდინარეობს მათი ძიება.
ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT-ის აქტივისტები აცხადებდნენ რეიდებზე გუდერმესში, საგზაო პატრულის სადგურზე თავდასხმის შემდეგ. რესპუბლიკის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე განცხადება არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.