ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩერგოლეიშვილი: ლაზარე გრიგორიადისი სრულიად უდანაშაულოა, მტკიცებულებები არ არსებობს

ბარ "დედაენაში" ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის საერთო პროექტის, "ლაზარეს 12 მსაჯულის" კინოჩვენება მიმდინარეობს. ფილმის პრემიერა 25 თებერვალს შედგა, თუმცა, ლაზარე გრიგორიადისის ხვალ, 28 მარტს ჩანიშნული სასამართლო პროცესის გამო, ავტორებმა ფილმის კიდევ ერთხელ ჩვენება გადაწყვიტეს.
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მათი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩინონ განცდა, რომ "უდანაშაულო ადამიანი ეწირება ხელისუფლების ახირებას". ის აღნიშნავს, რომ "ლაზარე გრიგორიადისი არის სრულიად უდანაშაულო ადამიანი და მტკიცებულებები, რაც მის წინააღმდეგ წარადგინა ხელისუფლებამ, რეალურად არ არსებობს".
"ამის დემონსტრირებისთვის გავაკეთეთ ფილმი, რომელიც აგებულია ლაზარეს საქმის რეალურ მტკიცებულებებზე, ყველაფერი არის ამ ფილმში და მაყურებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა ლაზარე გრიგორიადისი, იმიტომ, რომ ეს ფილმი ყველაფერს ნათელს ფენს..
ჩვენი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეებს გავუჩინოთ განცდა, რომ უდანაშაულო ადამიანი ეწირება ხელისუფლების ახირებას, დასაჯოს ის პროტესტი, რომელმაც მათზე გაიმარჯვა, მხოლოდ რეჟიმის შურისძიებას ეწირება ეს ადამიანი და ჩემი აზრით, საზოგადოების ღირსება იმით განისაზღვრება, რამდენად აძლევს სისტემას უფლებას, რომ მისი წევრები ასე ხელაღებით ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაჩაგროს, მისი დემონიზება მოახდინოს.
ფილმი სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოება დარწმუნდეს - ამ ადამიანის წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ის უბრალოდ ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლია იმ წარმატებული აქციების გამო, რამაც რუსულ რეჟიმს უკან დაახევინა" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12:00-ზე გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.