ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩემს გამო არც ერთ ბიჭს არ უჩხუბია და ეს არის ნორმა... გრცხვენოდეთ, რომ ეგეთი შვილები გაზარდეთ, 14 წელი ციხეში, ეს საჩუქარია" - "ინფლუენსერები" გავრცელებულ კადრებზე

"ჩემს გამო არც ერთ ბიჭს არ უჩხუბია და ეს არის ნორმა... გრცხვენოდეთ, რომ ეგეთი შვილები გაზარდეთ, 14 წელი ციხეში, ეს საჩუქარია" - "ინფლუენსერები" გავრცელებულ კადრებზე

ორი დღის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა სრუ­ლი­ად ქვე­ყა­ნა შეძ­რა. გა­ვი­გეთ, რომ გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბამ­დე, მის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი და გი­ორ­გი რი­კა­ძე სის­ტე­მა­ტუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ სხვა მო­ზარ­დებ­საც, თან ამას აკე­თებ­დნენ წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით.

სა­მი­ვე მათ­განს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და და გუ­შინ სა­მი­ვეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მათი მშობ­ლე­ბი ორი დღეა შვი­ლე­ბის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ზი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის შემ­დეგ შო­კი­დან ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­დის.

  • ბოლო ორ დღე­ში თით­ქმის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ამ თე­მით არის აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი ეკა კუ­პა­ტა­ძეს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ და აკ­რი­ტი­კე­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მშობ­ლებს:

ელე­ნე "ფოქ­სი": "ამ ვი­დე­ოს და­დე­ბის შემ­დეგ ერთ-ერ­თის დე­დის კო­მენ­ტა­რი გავ­რცელ­და, სა­დაც ამ­ბობს, რომ ეს იყო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჩხუ­ბი. ვინ­მემ ამიხ­სე­ნით რას ნიშ­ნავს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჩხუ­ბი? რა­ტომ არის ეს მათ ოჯახ­ში ნორ­მა. გა­მო­დის რომ ეს მათ­თან ნორ­მა იყო და 5 ადა­მი­ა­ნი რომ ერთს ასა­ხიჩ­რებს, თურ­მე ყო­ფი­ლა ნორ­მა. მიკ­ვირს რო­გორ არ ჰქონ­დათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის მშობ­ლებს რე­ა­გი­რე­ბა, ან თუ ჰქონ­დათ, რა­ტომ არ და­ი­სა­ჯნენ. რომ დას­ჯი­ლიყ­ვნენ გიგა ხომ შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. აქვე მახ­სენ­დე­ბა მა­მის კო­მენ­ტა­რი (სა­უ­ბა­რია ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის მა­მის კო­მენ­ტარ­ზე, სა­დაც ამ­ბობს, რომ მუშ­ტის დარ­ტყმის გამო 14 წელი მისი შვი­ლი ცი­ხე­ში არ უნდა იჯ­დეს) - თქვენ ცო­ცხა­ლი გე­ყო­ლე­ბათ შვი­ლი, ამ ქალ­მა რა თქვას? ახალ­გაზ­რდა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბიჭი რომ მი­წას მი­ა­ბა­რა".

ანი ჯა­ვა­ხი: "ეკა მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რო­მელ­მაც სწავ­ლა შე­მაყ­ვა­რა, გა­ზარ­და უმაგ­რე­სი შვი­ლე­ბი, ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა და ახლა ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბო­და და ვი­ღაც ვი­გინ­და­რებ­მა ეს ცხოვ­რე­ბა წა­არ­თვეს. ესე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან, ესე­ნი არი­ან მკვლე­ლე­ბის ხრო­ვა, რომ­ლებ­საც თურ­მე ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. მშო­ბელ­მა თქვა ერთ-ერ­თის, რომ ერთი მუშ­ტის დარ­ტყმის გამო 14 წელი რო­გორ უნდა იჯ­დეს ჩემი შვი­ლიო, მე­ო­რე კი­დევ გა­მო­დის და შიმ­შილს იწყებს, რომ შვი­ლი გა­ა­მარ­თლოს. თქვენ კი­დევ ცალ­კე და­ნა­შა­უ­ლი გაქვთ. თქვენ, როცა მკვლელს ხელს აფა­რებთ, თქვენც მკვლე­ლე­ბი ხართ. 14 წელი არის სა­ჩუ­ქა­რი, უმ­კაც­რე­სად უნდა იყ­ვნენ დას­ჯი­ლე­ბი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი".

სა­ზი­ნა: "გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ვი­დე­ო­ებს ვერც ვუ­ყუ­რებ, იმ­დე­ნად მძი­მეა. ამ საქ­მე­ში გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის მერე, ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ფიქ­რე­ბა იმ გო­გო­ზე, ვის გა­მოც ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და, არ ვიცი რა­ტომ, ან რა უთხრა თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს, ან რა­ტომ უთხრა, რად­გან ფაქ­ტია გი­გას მხრი­დან არა­ნა­ი­რი ზედ­მე­ტი არა­ფე­რი არ იყო, მაგ­რამ მე მინ­და მივ­მარ­თო მო­ზარდ გო­გო­ნებს - არაფ­რის გუ­ლის­თვის ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. 32 წლის ვარ და ჩემს გამო არც ერთ ბიჭს არ უჩხუ­ბია, ეს არის ნორ­მა­ლუ­რი და არა ის, რომ ბი­ჭებს ჩემ­თვის ეჩხუ­ბათ. არ გინ­დო­დეთ არა­ვი­სი საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბა"

ნა­თია მეზვრი­ში­ლი (ნაწ­კა): "სა­ნამ ისე­თე­ბის მშობ­ლე­ბი მსგავს შემ­თხვე­ვებს, უბ­რა­ლოდ გო­გოს გამო ჩხუბს და­არ­ქმე­ვენ, ესე იგი კი­დევ ბევ­რს გაზ­რდი­ან ასე­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტით და რა ვქნათ ჩვენ? ვი­საც დღე და ღამე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სწორ აღ­ზრდა­ზე და გა­ნათ­ლე­ბა­ზე გვე­ფიქ­რე­ბა? ჩვენ რო­გორ და­ვიც­ვათ ჩვე­ნო შვი­ლე­ბი?".

"ნეა: "ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და წარ­მოდ­გე­ნა არ მინ­და რას გრძნობს დე­და­მი­სი, მე­ო­რე რაც მინ­და ვუ­თხრა, იმ არა­კა­ცე­ბის მშობ­ლებს, რომ გრცხვე­ნო­დეთ ეგე­თი შვი­ლე­ბი რომ გა­ზარ­დეთ, ეგეთ სი­ძულ­ვილ­ში რო­გორ გა­ზარ­დეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბი. მე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მე­ში­ნია, რომ ჩემი შვი­ლი ასეთ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ბა­დოს. მსგავ­სი რამ რომ მოხ­დეს, და ჩემს შვილს რა­ი­მე და­ე­მარ­თოს, ვინ უნდა და­მიც­ვას? ან სად უნდა ვი­პო­ვო სა­მარ­თა­ლი" .

ცნო­ბის­თვის, გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯამ­ში 4 პირი და­ა­კა­ვეს. მათ­გან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა, ხოლო გი­ორ­გი რი­კა­ძეს და კი­დევ ორ არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ მზად­დე­ბა და ჩა­დე­ნი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი­დან ორს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, საქ­მე ეხე­ბა დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რო­მელ­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რა თავ­და­პირ­ვე­ლად და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და. დ.ჩ.-ს გა­მო­ძი­ე­ბა ახლა ედა­ვე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას ჯგუ­ფუ­რად. ამას­თან, ა.ნ.-ს პრო­კუ­რა­ტუ­რა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, რაც უფრო მძი­მე მუხ­ლია და ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან 7 წლამ­დე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.