27
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:
,,ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ერთი ეტაპი სტულდება, მეორე იწყება, ასეთია ენერგიის მუდმივობის კანონი..
ჩემ ცხოვრებაშიც, 38 წლიანი ჟურნალისტიკის ხანა დასრულდა. უფრო სწორად მე დავასრულე. მორჩა, ჩამოვკიდე კალამი “ძაფზე” და მიუხედავად კოლეგების გაოცებული სახეებისა, ყველას ხელი დავუქნიე, მადლობა ვუთხარი და წამოვედი (არა და ევროპული სტანდარტებით ახლა იწყება ჟურნალისტიკა) მაგრამ, იმაზე მეტს რას უნდა მივაღწიო რასაც მივაღწიე?.. პოლიტიკაში წასვლა მე არ მინდა, მითუმეტეს ქართულში (პოლიტიკა რო მიმდოდეს აგერ წავიდოდი ევროპარლამენტში 24 წლის ევროსტრუქტირაბში მუშაობის სტაჟით, როგორმე მიმიღებდნენ ევროპარლამენტში მაგრამ-არა).. ხო და ჩემი რეატორანი გავაკეთე (დასრულდება ამ დღეებში) ფრანგულ ისტორიულ ქალაქ ბეტუნში (,ვისაც ერთხელ მაინც დიუმას სამი მუშკეტერი წაგიკითხავთ, ან ფილმად გინახიათ, აუცილებლად გემახსოვრებათ ბეტუნი და ბეტუნ-კარმელი.. ხო და ამ კოპწია ქალაქს, ერთი რესტორანი შეემატა ფრანგული კერძების ახალი ხედვით .
მადლობა ჩემს მეგობრებს…. მადლობა ნდობისთვის, მადლობა გვერდზე დგომისთვის…
დიდი დიდი აწი დათო აქუბარდიას ჩავერთო ხოლმე და გოჩა ჯოჯუას ისიც ძველი მეგობრობით და ხათრით..
ხო და დასრულდა ჩემი კრიტიკული პოსტებიც და აქტიურობაც..
როგორც გია ფერაძის გმირი ამბობს “შაშვი მგალობელში”:
-მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ.
ვკოცნი თქვენს ნაფეხურებს..
PS. ფოტოზე რესტორანი Bouillon George – Béthune . გელით ყველას სტუმრად.“
Screenshot