“ჩემი შვილების ახლო მეგობარს ეძებდნენ რამდენიმე საათია… სხვათა შორის, მეუფე დიმიტრის შვილიშვილი და პატრიარქის შვილთაშვილია” – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე წერს, რომ გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ მისი შვილის ახლო მეგობარს ილია ოხანაშვილს ეძებენ.
“ჩემი შვილების ახლო მეგობარს, ილია ოხანაშვილს ეძებდნენ რამდენიმე საათი. როგორც გავარკვიეთ დაკავებულია. სხვათა შორის, მეუფე დიმიტრის შვილიშვილი და პატრიარქის შვილთაშვილია” – წერს ეკა კვესიტაძე.
შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით, ღამის, 12:00 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.