არქივი28 აგვისტო, 2024, 21:36
ჩემი ქალაქი მკლავს: ასეთი ტექსტი მოგვწერეს ანონიმურად, მართლაც ერთი კაბინა უფრო სწრაფად ტრიალებს (ვიდეო)
"მთაწმინდის პარკში არის ერთი ატრაქციონი "რვაფეხა", რომლის ერთი კაბინაც არის მწყობრიდან გამოსული. მომსახურე პერსონალი არ აღიარებდა, გეჩვენებაო მიმტკიცებდა როცა ტექნიკური ჯგუფის გამოძახებას ვითხოვდი. ვეხვეწებოდი რომ გაეჩერებინათ ატრაქციონი, რადგან შეშლილი სახეები ქონდათ ბავშვებს (მესამედ ისხდნენ, იქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა). ბავშვები ძლივს გადმოვიდნენ სკამიდან, გულისრევით და შოკირებულები. დამჭირდა სასწრაფოს გამოძახება, რადგან ბავშვს აქვს კისერი გაშეშებული და ფეხის ძარღვი დაჭიმული, ტვინის შერყევას ჯერ ვაკვირდებით.
ვიდეო არის დასაწყისში გადაღებული, არ გაგიჭირდებათ ამოცნობა ერთი კაბინა რომ განსხვავებულად ტრიალებს. ამის მერე ათასჯერ სწრაფად დაიწყო შიდა ტრიალი, როცა უმატა ატრაქციონმა სიმძლავრე. 5 წუთის განმავლობაში ვიხვეწებოდი გაჩერებას და რეაგირებას არ ახდენდნენ. ყოველ წუთს ველოდებოდი როდის მოწყდებოდა კაბინა. ბოდიშის ნაცვლად, გადმოვიდნენ აქეთ შეურაცხყოფაზე და აგრესიაზე. დღეს ჩვენ გადავრჩით, მაგრამ ხვალ შეიძლება სავალალო შედეგი დადგეს სხვისთვის."
ასეთი ტექსტი მოგვწერეს ანონიმურად, მართლაც ერთი კაბინა უფრო სწრაფად ტრიალებს
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.