,, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა” – ჟურნალისტი ,,იმედიდან” წასვლის მიზეზებზე

,, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა” – ჟურნალისტი ,,იმედიდან” წასვლის მიზეზებზე
ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ ,,ტვ იმედი” დატოვა, ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:
,,
„ჩემი და ტელეკომპანია იმედის თითქმის ხუთ წლიანი თანამშრომლობა დასრულდა.
ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ!
მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს!
მადლობა ყველაფრისთვის, ყველა იმ გამოცდილებისთვის, ცოდნის მიღებისთვის და შანსისთვის რაც ამ ნიუსრუმმა მომცა.
გულწრფელად წარმატებას გისურვეთ მათ, ვისთვისაც ეს საქმე ისევ იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც საკუთარ სინდისთან მართალია
მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა.
უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მადლობა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ქრონიკაში, რომლებიც ღირსეულად გვერდით დამიდგნენ, რადგან ისინიც ჩემს აზრზე არიან!”

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)