“ჩემი სურვილი ორი სიტყვით გადაეცით დანარჩენ საქართველოს” – ნიკა კაციას წერილი ციხიდან

მე, გიორგი ახობაძე და ზვიად რატიანი რომ ერთ საკანში აღმოვჩნდით, გაგიხარდათ ვიცი, ჩემი ძმის დახმარებით ამ კომენტარს, ახლა ის ადამიანები კითხულობთ ვისაც ჩვენი გადაკვეთა გაგიხარდათ. ისე რა მოხდებოდა თავიდანვე რომ ერთად ვყოფილიყავით, თუნდაც მე და გიორგი? ან ახლა რა მოხდა, რაიმე ისეთი გავიგე ახობაძეზე რაც მანამდე არ ვიცოდი? ახლაც და სულაც ვიცი, ისეთივე მართალია ყველა როგორც მე. მეც ისეთივე მართალი ვარ როგორც ყველა, რეჟიმის ყველა ტყვე. ახობაძე რანაირად მოგრიალდა მერე მოგიყვებით. “კამერიდან” გადმოვიდა თუ რიტუალების სასახლიდან არ ვიცი საკანიც არის და საკანიც. თან ვემუქრები ყველგან მოვყვები მეთქი “პატარძალივით” ვიზიტის შესახებ ზვიადისთვის წერილის მიწერა აღარ მჭირდება, უწყვეტ პროტესტში უწყვეტად მონაწილეობის გამო. ან აქვე დავწერ და მაგიდაზე დავუტოვებ. მოკლედ განწყობა გადასარევი, მუხტი არაჩვეულებრივი. პუტინს, მისი რეჟიმის და არაადამიანობის ნებისმიერ მომხრეს, სამ ხმაში ვაგინებთ. ვიძინებთ და ვიღვიძებთ რწმენით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ პატარა სიახლემ რომ გაგახარათ, მითხრეს და ჩემი სურვილის შესახებაც, ორი სიტყვით გადაეცით დანარჩენ საქართველოს, რომ ჩვენსავე ხელშია ის შანსი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. გაერთიანდით, ერთად დადექით, არ გაუშვათ ერთმანეთს ხელი და პატარასიხარული დიდი ბედნიერებად გადაიქცევა. ჟურნალისტი, რეჟიმის ტყვე, ნიკუშა ბედნიერი კაცია

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით