ჩემი საქმე არ არის სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოვითხოვო, ეს არასდროს მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ – იაგო ხვიჩია

ჩემი საქმე არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოვითხოვო. ეს არც არასდროს მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის, ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის” წევრების მოთხოვნას გამოეხმაურა. გიორგი გახარიას გუნდის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანონ.
ხვიჩიას თქმით, პოლიტიკოსების საქმე არ არის, პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა.
“ჩემი საქმე არ არის მოვითხოვო მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, არასდროს ეს არ მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ. მგონია, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების საქმე არ არის პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა.
ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, ზოგადად, გაჭირვებულად მიიჩნევა. გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა