“ჩემი საახალწლო სურვილი ახდა” – ევროკავშირის ელჩი საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაულსა და დამდეგ 2024 წელს ულოცავენ.
„ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! ევროკავშირის ელჩად მუშაობის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი სურვილი არ ჰქონია. ამიტომ, მოდით, ახალი წელი და შობა საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ“, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საელჩოს მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
მისალოცი ვიდეო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდის სახელით ვრცელდება. საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაულებს, სხვადასხვა ენაზე, არაერთი წარმომადგენელი ულოცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა