“ჩემი პატრიარქი ახლა იქაა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ღმერთს მისი სიდინჯე, გონი, დაუმარცხებელი და წმინდა სული!” – ხოფერია

15
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
ჩემი პატრიარქი…
ის ჩემ ცხოვრებაში იყო, როგორც იმედი, როგორც შემწე, როგორც სიამაყე, როგორც ჭეშმარიტება…
ის იყო ჩემი შვილების, ჩემი შვილიშვილების სიხარულში და განსაცდელში…
მიყვარხარ, ჩემო პატრიარქო!
დიდი ბრძოლებია დღეს… ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის… სინათლესა და ბნელს შორის… რწმენასა და უღმერთობას შორის… ბრძოლებია მიწიერ და ზეციურ სამყაროში…
ჩემი პატრიარქი ახლა იქაა, სადაც უფლის მებრძოლები არიან! სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ღმერთს მისი სიდინჯე, გონი, დაუმარცხებელი და წმინდა სული!
მადლობა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს- ილია მეორეს!
გზანათელი ჩვენ სულიერ მამას!
გამარჯვება ზეციური საქართველოს მებრძოლ დასს!
დიდება უფალს!
მიყვარხარ, ჩემო პატრიარქო!

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი