ჩემი მხარდაჭერა ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი პოლიციელების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა და ბულინგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. თბილისის მერი მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი დგებუაძეს და აქვე მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს.
“ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს. ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.
სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგის და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ მის გუნდთან ერთად, ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს. მადლობა ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს!”- წერს კახა კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში