ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე... შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ" | ოდიშარია გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე

"ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე... შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია საუბრობს. ის ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, გამოაცხადებს თუ არა ხელისუფლება გამოსახლების შესახებ მორატორიუმს.
"ანა დოლიძე არ არის ჩემი ლიდერი და ის ენჯეოები, რომლებიც პედალირებენ ყოველთვის და აქსელაციას უკეთებენ ნეგატიურ მოვლენებს და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, მათი აზრი არ მაინტერესებს და ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხზე და კიდევ ერთხელ გიმეორებთ მივიღებთ იმ ზომებს, რომლებიც იქნება მისაღები საზოგადოებისთვის." - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.