ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩემთვის იყო პატივი და პრივილეგია წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თანამდებობაზე მის წარდგენას და პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობას სოციალური ქსელ X-ში ეხმიანება. ის აღნიშნავს, რომ მისთვის არის პატივი და პრივილეგია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.
“ჩემთვის იყო პატივი და პრივილეგია წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის ფარგლებში”, – დაწერა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე 84 ხმით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.