ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩემთან ბრძოლა უნდა დაიმსახუროს" - მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა

"ჩემთან ბრძოლა უნდა დაიმსახუროს" - მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა Match TV-სთან ინტერვიუში ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში წონის შეცვლას და მსუბუქ წონით კატეგორიაში ასპარეზობას სერიოზულად განიხილავდა.
"არ ვაპირებ, რომ ილიას შანსი ახლავე მივცე, რადგან თავის წონით კატეგორიაში რამდენიმე ძლიერი მებრძოლი ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია. როდესაც შანსს დაიმსახურებს, აუცილებლად ვიბრძოლებთ", - განაცხადა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონობა მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.