ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩასაფრება ტვ პირველთან – “შსს–ს პიარმა, მე რა გავაკეთო, დარეკე 112–შიო”

ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე, აცხადებს, რომ ტვ პირველთან ორი მანქანა, რომლებშიც სხედან ნიღბიანი პირები, ჩასაფრებას აწყობს.
ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდა შსს–ს პიარს, ქეთევან კოვზიაშვილს, რომელმაც უპასუხა – მე რა გავაკეთო, დარეკე 112–ში.
ვინ აგებს პასუხს, ტელევიზიაში რომ შემოვარდნენ, ან ჩაგვისაფრთდნენ და დაელოდნონ, როდის მოვრჩებით ეთერს? – კითხულობს ნოდარ მელაძე.
იგი ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, სავარაუდოდ დაბლოკა მისი ნომერი.
იგი ამბობს, რომ ეს არის ტერორი, დაშინების მცდელობა ჟურნალისტების.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.