ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე

აგენტების და აგენტთა მეთაურად დანიშნული აწ უკვე ე.წ. პრეზიდენტის მიერ წარმოებული ეს არნახული მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ვაკხანალია აუცილებლად უნდა დასრულდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ელჩებისადმი, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.
ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.
„ეს საყოველთაოდ ცნობილი აგენტი და საქართველოში აგენტთა მეთაურად დანიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დამრღვევად და მაშასადამე არალეგიტიმურად ცნობილი პრეზიდენტი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის! საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ამ უცხო არსებამ პირდაპირ მიმართა ქართველ ელჩებს, რომ მათ საბოტაჟი მოაწყონ და წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს სახელმწიფოს! ამიტომაც ვფიქრობთ – პრეზიდენტის სკამზე მოკალათებული ამ აშკარა დესტრუქციული და პროვოკატორი ელემენტის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოში უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე! აგენტების და აგენტთა მეთაურად დანიშნული აწ უკვე ე.წ. პრეზიდენტის მიერ წარმოებული ეს არნახული მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ვაკხანალია აუცილებლად უნდა დასრულდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
Previous: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება