„ჩამოვედით კონკრეტული ამოცანებით“ – ხოშტარია, გვარამია და ვაშაძე ბრიტანეთში იმყოფებიან

ოპოზიციის წევრები დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.
კერძოდ, ბრიტანეთში არიან: „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ახალის“ ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი .
როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, ოპოზიციის წევრები დიდ ბრიტანეთში ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდებიან.
„დღეს ბრიტანეთი პრაქტიკულად მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული ლიდერშიფის უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა ებრძვის, ამის ნაწილი საქართველოც არის, რადგან ძირი ყველა პრობლემის სწორედ რუსული სხვადასხვა ფორმის აგრესია და ჩარევაა.
ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით:
1. პოლიტპატიმრები – გადავცემთ ოჯახის წევრების წერილს
2. არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება
3. ლეგიტიმური პრეზიდენტის და ოპოზიციის მხარდაჭერა
4. სამოქალაქო სექტორის, მედიის და რეპრესირებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა
5. სანქციები – კონკრეტული მასალებით“,- წერს ხოშტარია Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”