ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაკვეტაძის 78 წუთი, დადებითი შეფასება და კაცნაკლული "უოტფორდის" ფრე

ჩემპიონშიფის 25-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „სტოკს“ დაუზავდა - 1:1.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ქართველმა 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში დადებითად შეაფასეს:
Flashscore 7.1, Whoscored 7.0, sofascore 7.0.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 52-ე წუთზე „უოტფორდის“ თავდამსხმელი ვაკუნ ბაიო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.
„უოტფორდი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა, პლე-ოფის ზონას 4 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 1-ელ იანვარს გასვლაზე „პლიმუთთან“ ჩაატარებს.
უოტფორდი - სტოკი 1:1
გოლები: 1:0 ლივერმორი (15), 1:1 მაე (34)
გაძევება: ბაიო (52, ნაპოლი)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.