ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა, ბაიოს პოკერი და "უოტფორდის" შესანიშნავი გამარჯვება შეფილდში [VIDEO]
![ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა, ბაიოს პოკერი და "უოტფორდის" შესანიშნავი გამარჯვება შეფილდში [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/ba402f6a3d9fa59edc5a4573b28e66c0-TDOV5A.jpeg)
ჩემპიოშიფის მეცამეტე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე „შეფილდ უენსდეი“ 6:2 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით ვაკუნ ბაიომ მეორე გოლი გაიტანა, რომელმაც პოკერი შეასრულა. ჩაკვეტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ დღევანდელ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 22 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 ნოემბერს გასვლაზე „სუონსის“ დაუპირისპირდება.
შეფილდ უენსდეი - უოტფორდი 2:6
გოლები: 0:1 პორტეუსი (29), 1:1 სმიტი (34), 1:2 ინსი (52, პენ), 1:3
ბაიო (58, პენ), 1:4 ბაიო (67), 2:4 ვალენტინი (81), 2:5 ბაიო (85), 2:6 ბაიო (88)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.