ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" ფრე "ქუინზ პარკთან" [VIDEO]

ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" ფრე "ქუინზ პარკთან" [VIDEO]

ჩემპიონშიფის მეთვრამეტე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ქუინზ პარკს“ დაუზავდა - 0:0.
თამაში თვალსასეირი გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით და ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, პირველ ტაიმში უფრო სახიფათო მომენტები სტუმრებმა შექმნეს, რომლებიც ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე თავისი ოსტატობით ორივე გუნდიდან გამორჩეული გახლდათ, 64-ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ პირისპირ გასულს მეკარე პოლ ნარდიმ არ გაატანინა. „უოტფორდი“ უკვე უპირატესობას ფლობდა, მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა, ქართველის მოპოვებული საჯარიმოდან იმრან ლუზამ ბურთი ხარიხას გაარტყა. ორი კარგი შანსი „ქუინზ პარკსაც“ მიეცა, თუმცა
ვერ გაიტანეს და მატჩი ფრედ დასრულდა.
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.5, whoscored 7.2, flashscore 7.2.
„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 30 ქულით მეექვსე ადგილზეა და 7 დეკემბერს გასვლაზე „კარდიფ სიტის“ შეხვდება.
უოტფორდი - ქუინზ პარკი 0:0

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.