ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს

ჩემპიონშიპის 21-ე ტურში "უოტფორდი" "ვრექსჰემს" ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. "ყვითლების" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე ჯოშ უინდასმა გახსნა, ამის შემდეგ "უოტფორდი" გააქტიურდა და ინიციატივა სტუმრების მხარეს გადავიდა. 30-ე წუთზე 19 წლის ფორვარდმა მამადუ დუმბიამ ანგარიში გაათანაბრა, 12 წუთში კი ოტმანე მაამამ "უოტფორდი" წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევის ფონზე წარიმართა, 92-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა რეტბორნმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
"უოტფორდი" ჩემპიონშიპში 31 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურის მატჩს 20 დეკემბერს შინ "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.
ვრექსჰემი-უოტფორდი 2:2
გოლები: 1:0 უინდასი (21), 1:1 დუმბია (30), 1:2 მაამა (42) 2:2 რეტბონი (90+2)
შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "ბირმინგემთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა - "უოტფორდი" "პრესტონს" დაუზავდა
ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.