არქივი10 იანვარი, 2025, 01:51
ჩაკვეტაძე პრემიერლიგის გუნდთან შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" წააგო

ინგლისის თასის 1/32-ფინალში „უოტფორდი“ გასვლაზე პრემიერლიგის „ფულჰემთან“ 1:4 დამარცხდა.
რადგან სტუმართა გუნდის მთავარი ამოცანა ჩემპიონშიფში პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ადგილის მოპოვებაა, მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა და გიორგი ჩაკვეტაძე 67-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:1 იყო.
„უოტფორდი“ ჩემპიონატზე მეცხრე ადგილზე და მომდევნო მატჩს 14 იანვარს კარდიფში „სიტისთან“ ჩაატარებს.
ფულჰემი - უოტფორდი 4:1
გოლები: 1:0 მუნისი (26), 1:1 ვატა (33), 2:1 ხიმენესი (49, პენ), 3:1 ანდერსენი (65), 4:1 კასტანი (85)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.