არქივი26 დეკემბერი, 2023, 16:36
ჩაკვეტაძემ შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა - "უოტფორდი" მაინც დამარცხდა [VIDEO]
ჩემპიონშიფის 24-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ბრისტოლთან“ 1:4 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 49-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მეთვრამეტე მატჩში გაიტანა. თუმცა, „უოტფორდმა“, რომელიც პლეი-ოფის ზონას 2 ქულით მიუახლოვდა, მარცხი განიცადა.
ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore 7.0, whoscored 6.9, sofascore 6.9.
„უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა და 29 დეკემბერს „სტოკს“ მიიღებს.
უოტფორდი - ბრისტოლი 1:4
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.