ჩაირთო აზროვნების იმპულსი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა ჩაახშოს თავისივე სტიგმატიზირებული პირმშო – “რუსული კანონი”

ჩაირთო აზროვნების იმპულსი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა ჩაახშოს თავისივე სტიგმატიზირებული პირმშო – “რუსული კანონი”
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით გამოცემა Brussels Signal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება“ ეხმაურება და წერს „მივესალმებით დასავლეთელების გამონათებას, რამაც შესაძლოა ჩვენს უკუნითსაც მიაღწიოს და პირველ რიგში, ჩვენი ჭკვიანი, მოაზროვნე ახალგაზრდების აზროვნებაში პროტესტი გამოიწვიოს მათ ცნობიერებაში უცხო, მავნე ძალების მიერ ძალადობრივი, დეზინფორმაციული და აგრესიული შეღწევის გამო.“
„ჩაირთო აზროვნების იმპულსი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა ჩაახშოს თავისივე სტიგმატიზირებული პირმშო – “რუსული კანონი”, ვინაიდან ნახევრად სიცრუეზე კიდევ გაქვს შანსი რაღაც დროის მონაკვეთი მოიგო, მაგრამ აბსოლუტურ ცილისწამებაზე ამის შანსი ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
ამ გაკვირვებაში ვიმყოფებით ჩვენც უკვე მეორე წელიწადია და მივესალმებით დასავლეთელების გამონათებას, რამაც შესაძლოა ჩვენს უკუნითსაც მიაღწიოს და პირველ რიგში, ჩვენი ჭკვიანი, მოაზროვნე ახალგაზრდების აზროვნებაში პროტესტი გამოიწვიოს მათ ცნობიერებაში უცხო, მავნე ძალების მიერ ძალადობრივი, დეზინფორმაციული და აგრესიული შეღწევის გამო,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს