„ჩავთვალეთ, რომ სუროგაცია არ იყოს ჩვენი ძირითადი მიმართულება“ – სამედიცინო ტურიზმის ალიანსი

უნდა აიკრძალოს თუ არა საქართველოში უცხოელებისთვის სუროგაცია? – საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელი და სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტი პაატა რატიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, მაგრამ როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, “სამედიცინო ტურიზმის ალიანსისთვის” ეს სერვისი ძირითადი მიმართულება აღარაა.
საქმე ის არის, რომ სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება იზღუდება.
პაატა რატიანი გვიყვება, რომ პანდემიამდე, სამედიცინო ტურიზმის ალიანსის განსხვავებულ სტრატეგიას აწარმოებდა და ლიბერალური კანონმდებლობის გამო, საქართველო, სთან ერთად, სუროგაციისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყო.
„ამ ეტაპზე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არ იყოს ჩვენი ძირითადი მიმართულება, რადგან კანონმდებლობაც მკაცრდება, საქართველო მიდის ევროკავშირისკენ. ევროკავშირის ქვეყნებში კი, სუროგაცია გარკვეული მოსაზრებების გამო აკრძალულია; ამ საკითხის სიღრმისეულ განხილვა არ დავიწყებ; არის ეთიკური დილემაც… ამიტომ ახალი სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსი აქცენტს ამ მიმართულებაზე აღარ ვაკეთებთ.
მე პირადად, არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ სუროგაცია იყოს აკრძალული ან – პირიქით, მაგრამ მირჩევნია, საქართველო სამედიცინო ტურიზმშიც პოზიციონირებდეს როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ეს დაშვებული არაა. ჩვენი ხედვა გრძელვადიანია და ჩვენ ვხედავთ როგორი ქვეყანა გვინდა ვიყოთ სამედიცინო ტურიზმის კუთხით 10-15 წლის შემდეგ იმისთვის, რომ ვჩანდეთ როგორც ლიდერი ამ სფეროში, ამიტომაც, სუროგაციას არ განვიხილავ როგორც მთავარ შეთავაზებას“, – განაცხადა პაატა რატიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ