ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩავარდა „ნაცმაიდანი“ - კობახიძე საპროტესტო აქციებზე

ჩავარდა „ნაცმაიდანი“ - კობახიძე საპროტესტო აქციებზე

ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმაიდანის“ გეგმა ჩავარდა და ახლა მზად არის, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ისევ აქვს პროტესტის გრძნობა.
„ჩავარდა „ნაცმაიდანი" და ამ ფონზე, მე მინდა კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში. მე პირადად, მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია, ვთავაზობ ყველას ასეთი დისკუსიის გამართვას ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არა საჯარო დისკუსიის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.