ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ხანდაზმული კაცი დააკავეს

10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება ხანდაზმულ კაცს, რომელიც შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.
შემთხვევა 7 თებერვალს ქობულეთში მოხდა.
80 წლამდე კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება).

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.