არქივი2 დეკემბერი 2023, 09:53
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები განიხილეს. იმსჯელეს მათ საჭიროებებზეც.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა, თამილა ბარკალაიამ საბჭოს მნიშვნელობასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ, თუ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.