ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში პოლონურმა "ლეგიამ" დანიურ "ბრონდბიუს" ორი მატჩის ჯამში 4:3 სძლია. პირველი შეხვედრა ვარშაველებმა გასვლაზე 3:2 მოიგეს, სახლში კი 1:1 ითამაშეს და პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს.
მატჩის ყველაზე სკანდალური ეპიზოდი კი საფინალო სასტვენის შემდეგ დაფიქსირდა. პოლონური გუნდის მთავარი მწვრთნელი გონსალო ფეიო დანიელ გულშემატკივართან მიიჭრა და უხამს ჟესტებს აჩვენებდა.
"არავის მივცემ უფლებას, "ლეგიას" შეურაცხყოფა მიაყენოს. შემიძლია, ჩემი სიცოცხლე ამ კლუბისთვის გავრისკო. ჩვენ სიკვდილამდე ვიბრძოლეთ", - განაცხადა ფეიომ მატჩის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ეს ფეიოსთვის პირველი სკანდალური საქციელი არ იყო. პორტუგალიელი
მანამდე ასევე პოლონურ "ვისლაში" მუშაობდა და დაცვის თანამშრომელს ეჩხუბა, რადგა VIP სექტორში აკრედიტაციის გარეშე არ უშვებდა.
თავის წინა გუნდ, "მოტორ ლუბლინში", პორტუგალიელს კლუბის პრეზიდენტთან ჩხუბი მოუვიდა, რის შემდგომაც სამსახური დაატოვებინეს.
საინტერესოა, რომ ერთი ხანობა ვაკო გვილიას "პერიოდში" ის პოლონურ "რაკოვში" მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ და შეხება ქართველ ფეხბურთელთანაც ჰქონდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.