არქივი22 თებერვალი, 2024, 22:22
"შტურმმა" "სლოვანს" გასვლაზეც მოუგო და მერვედფინალში გავიდა
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „შტურმთან“ 0:1 დამარცხდა.
გრაცულ გუნდს სახლში დამაჯერებელი გამარჯვება, 4:1 ჰქონდა მოპოვებული, სლოვაკეთშიც სძლია და მერვედფინალში გავიდა.
მასპინძელთა რიგებში გურამ კაშიამ 86-ე წუთამდე ითამაშა, ჯაბა კანკავამ შეუცვლელად, ხოლო სტუმართა გუნდში ოთარ კიტეიშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს.
სლოვანი - შტურმი 0:1
გოლი: ბიერეტი (52)
გაძევება: ბლეკმანი (90+2, სლოვანი)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.