შს მინისტრი – აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო

აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2009 წელს რამდენიმე ნივთიერება შეისყიდა, თუმცა არა „კამიტი“.
„რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში, ბოდიში და იჭორავა და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველა დოკუმენტაცია შეგვიძლია გამოძიებას გადავცეთ, რომ საქართველოში არასდროს არ ყოფილა შესყიდული ე.წ. კამიტი. 2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, თუმცა არა „კამიტი“.
აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული. ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებულის სხვადასხვა აქციების დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში,“ – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”