შსს 300 ახალ საპატრულო მანქანას და 150 ოპერატიული დანიშნულების პიკაპს ყიდულობს

შსს 300 ახალ საპატრულო მანქანას და 150 ოპერატიული დანიშნულების პიკაპს ყიდულობს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 300 ახალი საპატრულო და 150 ოპერატიული დანიშნულების პიკაპის შესყიდვისთვის ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა. აღნიშნული მოკვლევით უნდა განისაზღვროს თუ რა ფასად გამოცხადდეს შესაბამისი ტენდერი.
ბაზრის მოკვლევას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს. დოკუმენტაციის თანახმად, საპატრულო ავტომობილის სიგრძე 4.6-4.7 მეტრის ფარგლებში, სიგანე კი 1.78-1.82 მეტრის ფარგლებში უნდა იყოს.
ავტომობილს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 140 ცხენის ძალა, ხოლო 100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება 5 ლიტრს არ უნდა აჭარბებდეს. ამასთან, ავტომობილის 0-100 კილომეტრ საათამდე აჩქარება 10.5 წამს არ უნდა აჭარბებდეს. ავტომობილი 2025 წლის წარმოების უნდა იყოს.
რაც შეეხება პიკაპებს, მათი რაოდენობა 150 იქნება, აღნიშნული ავტომობილები არანაკლებ 5.3 მეტრის სიგრძის უნდა იყოს და მათ არანაკლებ 150 ცხენის ძალა ჰქონდეთ.
ოპერატიული ავტომობილების შესყიდვის წინა ტენდერი 2024 წელს გაიმართა და მის ფარგლებში შსს-მ 250 ერთეული ავტომობილი შეიძინა. ტენდერში კომპანია ავტო ცენტრ თბილისმა (შკოდა საქართველომ) გაიმარჯვა, ხელშეკრულების ღირებულება კი 18.3 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად ერთი ავტომობილის ღირებულება 73,136 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ოპერატიული ავტომობილებიც არსებულის მსგავსად SKODA OCTAVIA-ს მოდელის იყო.
2023 წელს კი შსს-მა 305 ახალი ოპერატიული ავტომობილი შეიძინა, აღნიშნულ ტენდერშიც “შკოდა საქართველომ” გაიმარჯვა და მისი ღირებულება 20.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს