ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს: წუხელ ფიროსმანზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შსს: წუხელ ფიროსმანზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

წუხელ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ე.წ. მალაკნების ბაზართან მომხდარი ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებული 4 პირიდან ერთი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. კიდევ სამი პირი, მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
„დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ი.ბ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მოკლულ 27 წლის ფირცხალაიშვილს რამდენჯერმე ესროლა.
„მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საპასუხო გასროლისას დაიჭრა ი.ბ., რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება“, — წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.