შსს-ში, 9 მაისს 10:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა

9 მაისს, შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგს 10:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – სულხან თამაზაშვილი გამართავს.
უცნობია კონკრეტული საკითხი, რაზე ისაუბრებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
როგორც ცნობილია, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ