შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელმა ძაღლს სამსახურებრივი იარაღიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ესროლა, ძაღლი კლინიკაშია გადაყვანილი, ფაქტზე კი მოკვლევა მიმდინარეობს

სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე ხმაური იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ადგილობრივების განმარტებით, მათ ჰკითხეს, თუ რატომ ესროლა ძაღლს იარაღი, როცა შეეძლო სხვა მეთოდით მოეგერიებინა, რაზეც პოლიციელმა უთხრა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში იმოქმედა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დაშავებული ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.
„პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა”, – აღნიშნავენ შსს-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…