ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს-ს ცნობით, დაკავებულია მძღოლი, რომელიც მარნეული-ბოლნისის გზაზე მოზარდებს დაეჯახა

შსს-ს ცნობით, დაკავებულია მძღოლი, რომელიც მარნეული-ბოლნისის გზაზე მოზარდებს დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებული მანქანით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავარია ბოლნისი-მარნეულის გზაზე 30 დეკემბერს ღამით მოხდა. მანქანა ქვეითად მოსიარულე მოზარდებს დაეჯახა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.