ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს-ს მეორე სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია (VIDEO)

სასაზღვრო პოლიციას მეორე, ევროპული ტიპის სამაშველო ვერტმფრენი, H 145 გადმოეცა. შსს-ს ცნობით, ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ქართულმა ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.
"ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით". - წერია შსს-ს განცხადებაში.
პირველი H 145 ვერტმფრენი საქართველოს მარტში გადმოეცა. კიდევ ერთ, მესამე სამაშველო ვერტმფრენს კი ქართული მხარე ივნისამდე მიიღებს.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.