-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, დაკავებული ოთხი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ხელწერილითაა გათავისუფლებული „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება